ფონის წმინდა გიორგის მონასტრის მშენებლობა იწყება


2012-06-20 21:59:13

შაბათს 30 ივნისს 11:00 საათზე სამებაში ახალგაზრდულ ცენტრში იმართება ნოზაძეთა გვარის შეკრება , განიხილება ფონის წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები, ფონის წმინდა გიორგი ჩვენი გვარის მფარველია,  გთხოვთ გავერთიანდეთ ღმერთის სადიდებლად,


უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით იწყება ფონის წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის მშენებლობა ნოზაძეთა გვარის თაოსნობით

ქართველთა მფარველის, ძლევაშემოსილისა და საკვირველთმოქმედის წმინდისა მოწამის გიორგის სავანის მშენებლობა საგვარეულო ფესვებზე, არის კიდევ ერთი საშუალება ჩვენი ერის მიერ ღვთისაგან განშორების ცოდვის მონანიებისა. ფონის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი სწორედ ჩვენი ერთიანობით და თანასწორობით იქნება განსაკუთრებული, რადგან საქართველოში არ ყოფილა გვარის მიერ მონასტრის აღმშენებლობა. უფლის შეწევნით,  ხალხის კეთილი ნებითა და თანაბარი მონაწილეობით ეს იქნება მეტად მნიშვნელოვანი და სამაგალითო მოვლენა ისტორიაში.

ეს მშენებლობა კიდევ უფრო მეტად დაგვაახლოვებს ჩვენს  ზეციურ მფარველთან და განგვამტკიცებს ღვთისკენ მიმავალ გზაზე.

უფალმა დაგვლოცოს და გაგვაძლიეროს !